ავტორი:

რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ამომრჩევლებთან სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრას

რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ამომრჩევლებთან სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრას

სპორტის სასახლეში გაიმართა სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა მხარდამჭერებთან.

შეხვედრა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სხვები.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ივანიშვილი სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მივიდა, რასაც დამსწრე საზოგადოება აპლოდისმენტებით შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები, მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები - გარდაცვლილი ბიზნესმენის და მზია თორთლაძე და შვილიშვილი ლიზი მაღრაძე, ჯამლეტ ხუხაშვილი, ხათუნა ჟორდანია, მომღერლები - მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, აჩიკო მეფარიძე, რომა რცხილაძე, "პანჩო", "ქუჩის ბიჭები", "ალილო", "თეატრალური კვარტეტი" და სხვები.

ღონისძიების დასასრულს, დარბაზში მყოფი მომღერლები სცენაზე ავიდნენ და სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი საქართველო აქ არის" - სალომე ზურაბიშვილთან ერთად სცენაზე ასული ქართული შოუბიზნესის წარმოამდგენლები და სიმღერა სპორტის სასახლეში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები