2009 წლის "მის არგენტინის" ტიტულის მფლობელმა ეველინ ლუსია მანჩონმა საფეხბურთო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსში იმ ქვეყნების წარმომადგენელი ულამაზესი გოგონები მონაწილეობდნენ, რომელთა ნაკრებებმაც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.
კონკურსი იოჰანესბურდის გარეუბან სენდტონში ჩატარდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამომცემლობა Sportbox.Ru იტყობინება. შეჯიბრის დროს გოგონები ერთმანეთს პენალტებს ურტყამდნენ. ამასთან, კონკურსის სატურნირო ბადე მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის სატურნირო ბადეს იმეორებდა.
მეოთხედფინალში 24 წლის მანჩონმა გერმანიის წარმომადგენელს 3:2 ანგარიშით სძლია. ნახევარფინალში "მის არგენტინამ" 2:1 ანგარიშით "მის ესპანეთი" დაამარცხა, ფინალურ მატჩში კი 1:0 ანგარიშით განელმა გოგონამ გაიმარჯვა.
მანჩონი დარწმუნებულია, რომ არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრების დამარცხებას შეძლებს. "მის არგენტინამ" განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი ჩემიონატს მოიგებს, არგენტინაში ისეთ საღამოს მოაწყობენ, "როგორიც ჯერ მსოფლიოს არ უნახავს".
მომზადებულია cup2010.lenta.ru-ს მიხევდით.