ავტორი:

შსს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

შსს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია. ის სამართალდამცველებმა გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

შეგახსენებთ, გორში 25 ოქტომბერს, შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს, მდინარე ლიახვის ნაპირას.

სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურად მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს და იქ რამდენიმე მუშა მუშაობდა. მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა.

მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

VIDEO: შსს გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ