ავტორი:

პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს ხმა უნდა მისცეთ

პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს ხმა უნდა მისცეთ

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს. პრეზიდენტობის 19 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის წარდგენილი, ხოლო ექვსი კანდიდატი არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით - ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატებს შორის მოუწევთ:

#1 მიხეილ ანთაძე - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

#2 დავით ბაქრაძე - “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

#4 ვახტანგ გაბუნია - “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

#5 გრიგოლ ვაშაძე - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

#10 შალვა ნათელაშვილი - “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

#13 ზვიად მეხატიშვილი - “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“

#17 გიორგი ლილუაშვილი - “საქართველო“

#18 აკაკი ასათიანი - “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“

#21 კახა კუკავა - “თავისუფალი საქართველო“

#22 ოთარ მეუნარგია - “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

#23 ირაკლი გორგაძე - “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

#25 დავით უსუფაშვილი - “თავისუფალი დემოკრატები“

#27 ზვიადი ბაღდავაძე - “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“

#28 მიხეილ სალუაშვილი - “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

#30 ზვიად იაშვილი - “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)

#31 თამარ ცხორაგაული - “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“

#35 გელა ხუციშვილი - “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

#36 ზურაბ ჯაფარიძე - “გირჩი“

#40 ლევან ჩხეიძე - “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

#48 სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#49 ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#51 გიორგი ანდრიაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

#58 კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

#62 ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#65 თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა. შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები