ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მის საარჩევნო შტაბში განაცხადა, სადაც შვილებთან ერთად მივიდა.

"ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს ღამით, გვიან, როცა იქნება პირველადი შედეგები", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."