ავტორი:

დეპუტატის მოულოდნელი ჟესტი პირდაპირ ეთერში - როგორ "გააშარჟა" რომან გოცირიძემ გოგა ხაინდრავა

დეპუტატის მოულოდნელი ჟესტი პირდაპირ ეთერში - როგორ "გააშარჟა" რომან გოცირიძემ გოგა ხაინდრავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ყვავილები მიართვა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატმა ამ ჟესტით გოგა ხაინდრავა "გააშარჟა".

"გოგა ხაინდრავა შემხვდა თქვენი ტელევიზიის წინ, ატუზული იყო კედელთან და მითხრა, ემასთან მისვლას ვერ ვასწრებ, დაბადების დღე შენ მიულოცეო. მაგრამ, დღეს დაბადების დღე არ გაქვთ. ყველაფერში ცდება ეს კაცი, გუშინ სალომეს მიულოცა პრეზიდენტობა..." - აღნიშნა ხუმრობით გოცირიძემ.

VIDEO: "გოგა ხაინდრავა ატუზული იყო კედელთან... დაბადების დღე მიულოცე ჩემგანო" - რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" წამყვანს პირდაპირ ეთერში თაიგული მიართვა

შეგახსენებთ, ხაინდრავა გუშინ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ყვავილების თაიგულით მივიდა.

"რა მოლოდინი უნდა იყოს?! საქართველოს პრეზიდენტი ხდება ერთადერთი ღირსეული ადამიანი, ჩეკისტებისგან განსხვავებით" - აღნიშნა შტაბში მისვლისას ხაინდრავამ.

პარლამენტში შესვლამდე, დეპუტატებს სიცხეს გაუზომავენ - შენობაში კონტროლი მკაცრდება

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს