მედელაინ მაკკანის გაუჩინარება უკვე მე-11 წელია ვერ გახსნეს. გოგონას ისტორიაზე მომუშავე კერძო დეტექტივი დევიდ ედგარი ყვება მომხდარის შესაძლო ვერსიას.
3 წლის გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა პორტუგალიის კურორტ პრაია-და ლუშზე, გურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. გოგონა სულ მალე ოთხი წლის უნდა გამხდარიყო. მაკკანებმა მედელაინი და მისი ტყუპი ძმა დააძინეს და თვითონ ვილიდან 50 მეტრის მოშორებით მდებარე რესტორანში წავიდნენ. ყოველ ნახევარ საათში ჯერი და კეიტი მორიგეობით მიდიოდნენ და ნახულობდნენ ბავშვებს. მორიგი მისვლის დროს კეიტმა აღმოაჩინა, რომ ბიჭებს მშვიდად ეძინათ, ხოლო გოგონა ოთახში აღარ იყო. მთელი ქალაქი ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში. მომხდარის შემდეგ პორტუგალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
დასახელდა რამდენიმე ჰიპოთეზა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მშობლებმა მოკლეს. მეორე ვერსიით, მედელაინმა ვერ დაამშვიდა ძმები და სახლიდან წავიდა, რათა მშობლები მოეძებნა. სახლიდან რესტორნამდე ბავშვი გაუჩინარდა. თუმცა, არც ერთი ვერსია არ დადასტურდა და 2 წლის შემდეგ საქმე დახურეს. განაგრძეთ კითხვა