ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. "ოცნებას", "ოცნების" აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. "რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? - არააა. და რა, მხარდამჭერები და თანამდებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი დუმილს არღვევს - საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი საგანგებო განცხადება არჩევნების შემდეგ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები