ავტორი:

"ის არასდროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში" - რას პასუხობს გრიგოლ ვაშაძე გიორგი აბდალაძის შესახებ შეკითხვას

"ის არასდროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში" - რას პასუხობს გრიგოლ ვაშაძე გიორგი აბდალაძის შესახებ შეკითხვას

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში არასდროს მუშაობდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის, რატომაც დააკავეს ფოტოგრაფები.

„ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2011 წელს ვაშაძე ამბობდა, რომ ამ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულები, მან განაცხადა, რომ არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს.

„ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ვინ არის გიორგი აბდალაძე? ეს ადამიანი არასდროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს" - გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები