ავტორი:

"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე

"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე

"ჩაცმის ეს სტილი, რაც ახლა ამოვიჩემეთ, ქალურობას გვაკარგვინებს. თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია", - ამბობს ჟურნალ Hello-ს რედაქტორი ნინო იოსელიანი, რომელიც გემოვნებაზე სასაუბროდ სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ყველაზე მთავარი განათლებაა! განათლებულ ადამიანს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვაოს! ადამიანი თუ ჭკვიანი და განათლებული ხარ, გემოვნებაც შეგიძლია განივითარო და ზუსტადაც შეაფასო, რა არის კარგი და რა - ცუდი! მოგზაურობაც მნიშვნელოვანია! ასეთ დროს ბევრს ნახავ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ეზიარები, ბევრ ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია და ეს ყველაფერი გემოვნების განვითარებაზე დადებითად აისახება! რაც შეეხება განათლებას, ამაში მხოლოდ ბევრი წიგნის კითხვას არ ვგულისხმობ. ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო და იცოდე, რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. მხოლოდ კლასიკა რომ იკითხო, ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდე შენი ქვეყნის და მსოფლიოს წარსული, მაგრამ სიძველეში არ უნდა ჩარჩე! ძველის და ახლის ბალანსია დღევანდელობა!

- ამბობენ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მოდა გაიყინა...

- დიახ, "ბომჟური" სტილი ძალიან აქტუალურია... ბევრი ჭკუაც არ უნდა, ფართხუნა შარვალი ამოიცვა და ხუთი ზომით დიდი მაისური შეუხამო. ეს მართალია, ყოველდღიურად კომფორტულია, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში და განსაკუთრებულ წვეულებაზე ყველას აცვია ისე, როგორც საჭიროა. გაყინული მოდა შეიძლება მასაში იყოს, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში არისტოკრატიულად გამოიყურებიან. მაგალითად, ესპანეთში ხშირად მიწევს საუკეთესო რესტორანში ყოფნა, სადაც ყოველთვის მაღალი გემოვნებით იმოსებიან. კალიფორნიაშიც, რესტორნებში დრესკოდია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა! ჩვეულებრივ დღის კაფესა და ბარში სპორტული სამოსით დადიან, რადგან დიდ პოპულარიზაციას უწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბევრს ვარჯიშობენ, ფეხით ან ველოსიპედით დადიან. ამიტომ, ლანჩის დროს სპორტული სამოსით კაფეში შესვლა პრობლემა არ არის, მაგრამ საღამოს წვეულებაზე აუცილებელია ლამაზი სამოსით წასვლა!

- უფროსი თაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თბილისური მოდა დაიკარგა...

- თბილისში ისეთი ადგილები დაიკარგა, სადაც ლამაზად ჩაცმული წახვალ. უფრო პოპულარული გახდა კლუბები, ბარები, სადაც გამოწყობა არ გჭირდება. ასეთი ტრენდი შემოვიდა... ევროპამ უკვე გაიარა ეს პერიოდი და ვფიქრობ, საქართველოშიც მობეზრდებათ. კლასიკა და გლამური არ დაიკარგება! გულის სიღრმეში ყველა ქალს გვინდა მომხიბვლელები, ქალურები და ლამაზები ვიყოთ... ეს ჩაცმის სტილი ქალურობას გვაკარგვინებს. ვერ გაიგებ, ქალი ხარ თუ კაცი... თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია. ამიტომაც მგონია, რომ ეს სტილი დიდხანს არ გაგვყვება. უბრალოდ, საქართველოში უცებ ვიცით რაღაცის ატაცება.

- ვინ გახსენდებათ ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, როგორც გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ნანი ბრეგვაძე და მისი სამეგობრო წრის ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად იმოსებიან... ყოველთვის საინტერესოდ იცვამს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე. დიზაინერებიც მშვენივრად იმოსებიან და მუდმივად მოვლილები არიან. მაგალითად, თამუნა ინგოროყვა, თეონა თავართქილაძე... საქართველოში ქალები უფრო მეტად უვლიან თავს, ვიდრე მამაკაცები... მამაკაცებიდან ყოველთვის კარგად ჩაცმულია ქალაქის მერი კახი კალაძე. იტალიაში რომ ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში, იგრძნობა. აქვე ვახსენებდი მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, ყოველთვის გემოვნებიანადაა ჩაცმული.

- მამაკაცებიდან მხოლოდ კახი კალაძე გაგახსენდათ?..

- მსახიობი ზურა ყიფშიძეც ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება, გარეგნობაც ხელს უწყობს... საერთოდ, ქართველი მამაკაცები ერთ სტილში არიან: ძირითადად, შავი ფერის სამოსი, შავი წვერი და პატარა ღიპი... ამ ბოლო დროს დაიწყეს ვარჯიში, თორემ უმეტესობა ერთნაირად სასაცილოდ გამოიყურება.

- მუდმივად ლამაზ ფერებში ხართ შემოსილი... რომელია თქვენი საყვარელი ფერები?

- ძალიან მიყვარს თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, ფირუზისფერი... ჭრელი სამოსიც მომწონს... შავი ფერი, ოქროსფერი დეტალით გაფორმებული ძალიან მიზიდავს.

წაიკითხეთ სრულად

ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"