ავტორი:

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია. ჯილდო მას ბერლინალეზე გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა. 21 წლის ლევან გელბახიანთან ერთად, ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ 9 მსახიობმა მიიღო.

ლევან გელბახიანი ათეულში ფილმ "And Then We Danced"-ში შესრულებული როლის გამო მოხვდა.

"მუსიკა და ცეკვა ჩემი ცხოვრების მთავარი შთამაგონებელია. ორივე მათგანი ფიზიკურად და სულიერად საკუთარ თავთან მაკავშირებს. ფილმით - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ საკუთარი თავი უკეთ შევიცანი. შევხვდი ბევრ საინტერესო ადამიანს და აღმოვაჩინე ახალი მაგიური სამყარო. მედიაცია ცეკვასა და თამაშს(მსახიობობას) შორის გამოწვევა იყო.

იყო ევროპელი ჩემთვის ნიშნავს, იყო ოჯახის წევრი, ოჯახის, რომელსაც უყვარს ბავშვები მიუხედავად იმისა, თუ სად დაიბადნენ ისინი“, - ციტირებს ლევან გელბახიანის სიტყვებს გამოცემა screendaily.com

ევროპის ამომავალი ვარსკვლავების ათეული

მსახიობისთვის ეს არ არის პირველი წარმატება. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის 8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

მანამდე კი, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის აღმოჩენად მიიჩნია.

აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება შვედეთის კინოფესტივალზეც. ქართულ-შვედური კინონამუშევარი - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის მთავარი კინოფესტივალის, Guldbagge Award 2020-ის გამარჯვებული გახდა. შვედეთის კინოაკადემიამ ფილმს ოთხ ნომინაციაში გადასცა ჯილდო. გარდა იმისა, რომ ის წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული ლევან გელბახიანმა მიიღო, ასევე ჯილდო გადაეცა პროექტის არტ დირექტორს ლისაბო ფრიდელს, საუკეთესო სცენარის ნომინაციაში კი ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა გაიმარჯვა.

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

ყავის სმა ონლაინ და სიმღერა კორონავირუსზე აბაზანაში - როგორ ირთობენ თავს პანდემიის დროს ცნობილი ქართველები

TBILISI OPEN AIR 2020 26-28 ივნისს გაიმართება