ულიანოვის ავტოქარხანა ივლისში ახალი არასაგზაო მოდელის, - "UAZ Patriot Sportს" წარმოებას შეუდგება. სიახლე მოდელის, - "პატრიოტი" - დამოკლებულ ბაზაზეა აგებული და სიგრძეში ჩვეულებრივზე 36 სმ-ით მოკლეა.
ეს ავტომობილი გათვალისწინებული იქნება "ახალგაზრდებისა და აქტიური ადამიანებისთვის". საბაზო მოდელისგან "UAZ Patriot Sport" უკანა კარის გაცილებით ვიწრო ჭრილითა და უფრო კომპაქტური საბარგულით გამოირჩევა, რომელიც 600 ლ მოცულობის ტვირთს იტევს. გარდა ამისა, სიახლე დიდ "პატრიოტზე" გაცილებით მანევრირებადი ავტო იქნება, მოხვევის უფრო მცირე რადიუსით.
დამოკლებული "პატრიოტისთვის" ორი მოტორია გათვალისწინებული - 2,7-ლიტრიანი CIC - 40904, 128 ცხ. ძალით და 112 ცხ. ძალის მქონე, 2,3-ლიტრიანი CIC - 4091. მისი ტრანსმისია სიჩქარის გადაცემათა ხუთსაფეხურინი მექანიკური კოლოფია. აგრეთვე მანქანას აქვს მუდმივი უკანა აძვრა და საჭიროებისამებრ, წინა ხიდის ჩართვის შესაძლებლობა.
ყველაზე ხელმისაწვდომი "პატრიოტ სპორტ" 420 ათასი რუსული რუბლი ეღირება. ეს 70 ათასი რუბლით იაფია, ვიდრე "უაზ-პატრიოტ-კლასიკის" კომპლექტაციით. ამ ღირებულების სეგმენტში "Patriot Sport" მთავარი კონკურენტი "შევროლეტ-ნივაა", რომლის საბაზო ვერსიაც 80 ცხ.ძ. სიმძლავრის მოტორით, ასევე 420 ათასი რუსული რუბლი ღირს.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)