ავტორი:

კანაფთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს - ზურაბიშვილი

კანაფთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს პასუხობს.

„ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან გაზიარებული, კანაფის კანონის გამოწვევაზე, პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს. ეს იყო ის, რაც ჩემი სამთვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე, ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში... მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს,“ - წერს ზურაბიშვილი.

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სასაუბროდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი გუშინ პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან გაიწვიოს.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები