ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2019 წელს სიყვარულს იპოვიან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2019 წელს სიყვარულს იპოვიან

გარეული ღორის წელი ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს სასიყვარულო თავგადასავლების თვალსაზრისით, ამაღელვებელ წელიწადს ჰპირდება. ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, სასურველ პარტნიორს 2019 წელს შეხვდნენ?

კურო

კუროს 2019-ში შანსი ეძლევა თავის ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდეს, თუმცა ამისთვის მას საკუთარ შეხედულებებთან მუშაობა მოუწევს. თუ უკვე დიდი ხანია მარტო ხართ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ყველაფერი თქვენს ხელშია! დაამყარეთ წესრიგი საკუთარ თავსა და ფიქრებში. მხოლოდ მაშინ შეძლებთ იმის მიღებას, რაც გწადიათ, როდესაც ამისთვის თავად იქნებით მზად.

ტყუპები

ტყუპები ის ნიშანია, რომლისთვისაც მარტოობა დიდხანს არასდროს გრძელდება. შეგიძლით 2019 წელს თავს იღბლიანი უწოდოთ. დიდი ალბათობით სიყვარული მათ 2019 წლის დასაწყისშივე ეწვევა. ნუ გაგიკვირდებათ - ეს თქვენი წელია. იანვრის დასაწყისში ვენერა, მზე და იუპიტერი ისეთ იშვიათ განლაგებას ქმნის, რომ ეს სიყვარულის პოვნის შანსს ტყუპებისთვის მნიშვნელოვნად ზრდის. მათ მეწყვილეების ძებნაც არ დასჭირდებათ, ისინი მათ თავად იპოვიან.

ქალწული

მთვარის, მზისა და ვენერას განლაგების მიხედვით, ქალწულები სიყვარულს წლის პირველ ნახევარში უნდა ელოდონ. ასტროლოგები ყურადღებით ყოფნას გირჩევენ, რადგან 2019 წლის პირველ ნახევარში ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შანსი გექნებათ თქვენს რჩეულს შეხვდეთ.

მორიელი

მორიელისთვის 2019 წელი მღელვარედ ჩაივლის. მომავალ წელს ზოდიაქოს ამ ნიშნებს რამდენიმე ლამაზი რომანის მოსწრების შესაძლებლობაც კი ექნებათ. სწორედ ახლა შეიძლება შეხვდნენ პარტნიორს, რომელსაც წლები ელოდნენ.

თხის რქა

2019 წელი სიყვარულში ყველაზე იღბლიანი თხის რქებისთვის იქნება, ისინი მომავალ წელს შესაძლოა მომავალ მეუღლეებს შეხვდნენ, თანაც სამუშაო გარემოში, სადაც ასე კომფორტულად გრძნობენ თავს. შემოდგომაზე სამსახურში ერთდროულად რამდენიმე ახალი თანამშრომლის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, მომავალი მეორე ნახევარი სწორედ მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ