ავტორი:

"ათიათასობით ქართველის შესრულებული ჰიმნი თბილისიდან სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რისი ეშინია იტალიურ მედიას

"ათიათასობით ქართველის შესრულებული ჰიმნი თბილისიდან სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რისი ეშინია იტალიურ მედიას

საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე ორი დღე რჩება, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ იტალიური მედიაც ყოველდღიურად საუბრობს ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და ფასზე.

იტალიური სპორტული გამოცემა Repubblica.it ამჯერად იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რაც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრებისგან გააჩნია, სტატიაში საუბარია ქართველების მობილიზებაზე, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე თბილისშიც აქტიურად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს.

"თბილისის ცენტრში ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბება, რომლებიც მატჩამდე საქართველოს ეროვნულ ჰიმნს იმღერებენ, ეს სანახაობა არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზეც გადმოიცემა და მას იქ შეკრებილი ქართველი ფანებიც შეუერთდებიან. ეს ორიგინალური იდეა სოციალურ ქსელში დაიბადა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის: ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტი, ცნობილი ადამინები და ეროვნული ტელევიზია, მათ ამ ინიციატივას "მივცეთ ნება, მოუსმინონ ჩვენს ჰიმნს" დაარქვეს, ასე რომ ქართველი მოთამაშეები მოისმენენ ჰიმნს, სახელად "თავისუფლება" - პირდაპირ საქართველოდან და უდიდეს ენერგიას მიიღებენ, რომელიც ისედაც დიდი რაოდენობით გააჩნიათ.

საქართველოსა ამ მატჩს ეპოქალური ფასი აქვს: წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ