ავტორი:

"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს

"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს

"ეკა ჩხეიძის გენეტიკური ჯილდო "თავისუფალი ჩაცმულობა" მიყვარს. აი, ისეთი, რომ არ გეტყობა, საათნახევარი სარკესთან რომ იდექი და აღარ იცოდი, რა ჩაგეცვა. როცა რამეს ვერ ვირგებ და "სხვის ტანზე გადაცმულივით" მაქვს, ასეთი სამოსის ტარება არ შემიძლია. აუცილებლად "ჩემი" უნდა იყოს! შეიძლება ცალკე დაკიდებული გადასარევი იყოს, ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, მაგრამ მასში თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნო", - ამბობს ეკა ჩხეიძე ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში. მსახიობი, რომელიც მუდმივად ფორმაშია, აღნიშნავს, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს და არც პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს არ მიუმართავს.

- ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ არ ვსუქდები... არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ივარჯიშებს ქანცის გაწყვეტამდე. ზაფხულშიც აუზზე იმიტომ დავდივარ, რომ გარუჯვა მიყვარს. დიეტაც არასოდეს დამიცავს. გენეტიკურად მერგო ჯილდოდ სიგამხდრე...

- პლასტიკური ოპერაციების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჯერჯერობით არ მიმიმართავს, მაგრამ ზოგადად, ვემხრობი. თუ სტიმული და ფული აქვს, ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს. უბრალოდ, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, ყველაფერი ბუნებრივს უნდა ჰგავდეს. ყველას ერთნაირი ტუჩი და ძუძუ რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის. პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები არ ნიშნავს აუცილებლად ლამაზს. ზოგს კეხიანი ცხვირიც ძალიან უხდება... ერთხელ ლენა ყიფშიძემ მითხრა, - სანამ კეხიანი და გრძელი ცხვირი მქონდა, ყველა რეჟისორი მეძახდა, გავიკეთე პატარა, ლამაზი ცხვირი და როლი აღარ მაქვსო... რასაკვირველია, ლენა ყიფშიძე ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, პატარა ცხვირიც საოცრად მოუხდა, მაგრამ ინდივიდუალურობა აღარ ჰქონდა. ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს და ბუნებრივი რაც გიხდება, უნდა შეირგო. მთავარია, თვითშეფასება ყოველთვის სათანადო გქონდეს!

- რომელ ცნობილ ქალბატონს გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს?

- ძალიან მომწონდა ლიანა ასათიანი. ნამდვილი არისტოკრატი იყო, ძალიან ძლიერი, განათლებული და კულტურული... იმდენად დახვეწილი მანერები ჰქონდა, რაც უნდა ჩაეცვა, ყველაფერი უხდებოდა. ყოველთვის განსხვავებულად, გემოვნებით და საინტერესოდ ეცვა. ისეთი საუბრის მანერა ჰქონდა, მართლაც მისაბაძი იყო... ლიანა ასათიანს კარგად ვიცნობდი, ბევრს ვსაუბრობდით და ერთ ამბავს მოგიყვებით: თეატრის დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით, ბრიტანელების მონოსპექტაკლი გადიოდა... მსახიობი იდგა სცენაზე, საკმაოდ მოვლილი და კარგი ქალბატონი. ლიანას ვკითხე, ნეტავ ეს ქალი რამდენი წლის არის, კარგად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ალბათ დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნება-მეთქი... ლიანამ მითხრა, - ორმოცდაათი წლის კი არა, სამოც წელზე მეტის იქნებაო... საოცარი თვალი ჰქონდა და გამანდო, თუ რით მიხვდა ამ ქალის ასაკს: ხელები ყიდის და ხელებს ყოველთვის ძალიან მიხედე, ძნელი მოსავლელია და ქალის ასაკს გასცემსო... ეს ფრაზა იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ხელის კრემს წავისვამ, სულ ლიანა ასათიანის ნათქვამი მახსენდება. განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალბატონებზე ლიანა ასათიანი და ნანი ბრეგვაძე გამახსენდა, რადგან მათში სხვანაირ არისტოკრატულ შარმს ვხედავ...

- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა... ეთანხმებით?

- მოდა ტრიალებს! იმდენი სიახლეა, მეტი რაღა უნდა მოიგონონ, არ ვიცი... მუდმივად ვითარდება - დეტალები, ნიუანსები ემატება, რაღაცები იცვლება... შარშან რომ პლატფორმები იყო მოდაში, იგივე დედაჩემის დროსაც აქტუალური გახლდათ... ცოტა სახეცვლილად, მაგრამ მოდა მაინც ბრუნდება.

- ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა?

- თბილისური მოდა რას ნიშნავს? თბილისი კი არა, ყოველთვის პარიზი, მილანი და ნიუ-იორკი იყო მოდის ცენტრი! თბილისი მუდამ ვიღაცას ჰბაძავდა... ახლა რომ ვიღაც ჩოხით და ჩიხტიკოპით ქუჩაში დავინახო, ვიფიქრებ, რომ გაგიჟდა. სუვენირად თუ გამოგვადგება, სადმე რომ წავიღოთ... თბილისი იცვამს ევროპულად, უცხოურ ბრენდებს. ბევრია ქართველი დიზაინერი, მაგრამ მათ ნამუშევრებში დიდია ევროპელი დიზაინერების გავლენა! მოდის სამყარო ქართული აკვნით არ დარწეულა...წაიკითხეთ სრულად

"ქალბატონი 60 წლის იყო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი?

"კორონავირუსის 92 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში" - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე