ავტორი:

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე

მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის შედეგებსა და პროგნოზზე "კვირის პალიტრას" ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ზამთარში ველოდებით იმას, რასაც მეორე ტალღას ვეძახით, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ჩვენ პირველი ტალღა არც გვქონია. რაც გვქონდა, იმას პირველი ტალღა არ ერქვა. ახლა ამას რას დავარქმევთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ინფიცირებულების რაოდენობა ზამთარში მეტი იქნება.

- მაინც რამდენი?

- მე ვანგა არ ვარ, ახლა ვთქვა, რა იქნება ორი და სამი თვის შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა მოსახლეობა.

- ასე ნაადრევად მატება რამ გამოიწვია?

- მოგეხსენებათ, რომ ივნისიდან მოყოლებული, ქვეყანაში ყველაფერი გაიხსნა. მობილობა ძალიან იყო გაზრდილი, განსაკუთრებით - შავიზღვისპირეთში. სამწუხაროდ, ყველას დაავიწყდა კორონა და აღარ ვიცავდით წესებს. ბევრი ფოტო ვნახეთ, რა ხდებოდა ბათუმის ღამის კლუბებში; გარდა ამისა, ქორწილების კლასტერიც ბევრი გვაქვს. მარტო ერთ დღეს, ბათუმში ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა.

- მაგრამ ეს ხომ ნებადართული იყო?

- ქორწილები კი იყო ნებადართული, მაგრამ ხომ იყო რეკომენდაციაც, 100 კაცზე მეტი არ შეკრებილიყო?! 400 კაცში უამრავი ადამიანი შეერევა. ხომ ნახეთ, გორიდან მაყრიონი წავიდა კახეთში, ბათუმიდან ქორწილმა ინფექცია გაიტანა გურიაში და ახლა დავდევთ ამ შემთხვევებს! ბათუმი გაგვიწითლდა, თორემ სხვაგან ყველგან სიმწვანეა, თუმცა ჯერჯერობით ბათუმშიც მივდევთ კონტაქტებს. მთავარია, შევძლოთ კონტაქტში მყოფთა იდენტიფიცირება...

- ამბობენ, ახლა შვედური მეთოდით ვიცხოვროთო, არადა, თავიდან, ცოტა არ იყოს, ალმაცერად უყურებდნენ შვედების არჩევანს...

- ყველაფერი შედარებითია. შვედეთსა და იტალიას მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების შემთხვევათა დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ხომ არ შეიძლება შვედეთი და იტალია ცხოვრების წესით შევადაროთ ერთმანეთს? ავტობუსის გაჩერებაზე შვედები კორონამდეც ერთმანეთისგან ერთი მეტრის მოშორებით იდგნენ. თანაც შვედების ნახევარი ცხოვრობს მარტო - ეს არ არის იტალია, სადაც ქართველებივით სამი თაობა ერთად ცხოვრობს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა - მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ცხოვრების დონეს... შევადაროთ შვედეთი ნორვეგიას. ნორვეგიას მილიონ მოსახლეზე 10-ჯერ ნაკლები ადამიანი დაეღუპა, ვიდრე შვედეთს, იმიტომ, რომ იქ აკრძალვები შემოიღეს. სხვათა შორის, შვედეთს ახსენებენ, მაგრამ არავის ახსენდება ბელარუსი, სადაც შვედეთზე ნაკლები აკრძალვა იყო.

- ლეტალობა და დაავადების გავრცელება როგორია ბელარუსში?

- დაავადების გავრცელება ძალიან მაღალია, ლეტალობა კი ნაკლები, ვიდრე შვედეთში. ჯერჯერობით შვედეთი მოგებული არაფრით დარჩა, ეკონომიკაც გვარიანად დაზარალდა.

- მაშ, რატომ ვამბობთ, შვედეთის მოდელით ვიცხოვროთო?

- მე არაფერს ვამბობ, ვინც ამბობს, ეს იმათ ჰკითხეთ. ჩვენ და ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას გვაქვს კოვიდთან ბრძოლის ზუსტად იგივე მეთოდი, რაც გვქონდა, ოღონდ ჩვენ მათ ვაჯობეთ იმით, რომ შეზღუდვები დროულად დავიწყეთ. გააგრძელეთ კითხვა

"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

რომელ რაიონებში შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 სექტემბერს - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"

"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა