ავტორი:

ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?

ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?

ყოველ ახალ წელს იმედით სავსენი ველოდებით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლოა მეტი შანსი და გასაქანი მოგვეცეს და ჩვენს ოცნებებს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. ღორის წელი წარმოუდგენელ წარმატებას და სიმდიდრეს მოუტანს 3 ნიშანს:

ვეფხვი

იმის მიუხედავად, რომ ვეფხვი მტაცებელია, ღორი კი მის საკვებად აღიქმება, ჩინურ ჰოროსკოპში ისინი განუყრელი მეგობრები არიან. ღორს ვეფხვი ძალიან მოსწონს, რადგან მონუსხულია მისი შინაგანი ძალითა და სულიერი მხნეობით. თავის მხრივ, ვეფხვიც აღფრთოვანებულია ღორის კეთილსინდისიერებითა და დიდსულოვნებით. ღორის ზედმეტი გულუბრყვილობა კი ვეფხვს მისი დაცვის სურვილს უჩენს. ვეფხვებს ახასიათებთ ძლიერი შინაგანი ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მიზანსწრაფულობა, ამიტომ ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს. ღორი სწორედ მისგან სწავლობს, როგორ გადარჩეს დაუნდობელ სამყაროში. 2019 წელი ვეფხვებს ჰპირდება წარმატებას, გამდიდრებას, საინტერესო ადგილების მონახულებას, ახალი კავშირების დამყარებას და გავლენიანი მეგობრების შეძენას. თუ თქვენ ის ვეფხვი ხართ, რომელიც ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებში ყელამდე ჩაეფლო, როგორც იქნა, ამოისუნთქავთ.

კურდღელი (კატა)

ღორი ხვდება, რომ კურდღელი ძალიან ნიჭიერია. მეტიც, მისი ტალანტი გარშემო მყოფებისთვის, მათ შორის ღორისთვის, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგადად, კურდღელი იღბლიანობითაც გამოირჩევა: მაშინ, როცა სხვა ნიშნებს ძალიან უჭირთ, კურდღელს ფორტუნაც უღიმის და ვარსკვლავებიც. ღორს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ კურდღელი ცოტათი მატერიალისტია - მარტივად და ლამაზად ცხოვრება უყვარს - რადგან აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში პრაქტიკულობაა საჭირო. კატას უყვარს საზოგადოება და ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა, შესაბამისად ღორს მასთან ურთიერთობა საინტერესო მოვლენების თანამონაწილედ აქცევს... წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ