უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აკადემიის საპატიო დიპლომი დღეს გადასცეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის წევრები
ესწრებოდნენ.
მეცნიერებმა პატრიარქს ღვინის წარმოების, ხორბლის გადამუშავებისა და ეთეროვანი ზეთების დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებიც გააცნეს. საუბარი იყო ქართული ხორბლის ჯიშების უნიკალურობაზეც.
"ძალიან განვიცდი, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი მოცდენილია. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს რაიონის ისეთი გამგებელი, რომელიც მოაცდენს მიწებს. გამგებელი ისეთი უნდა იყოს, რომელიც მიწას გამოიყენებს, ასწავლის შრომას ჩვენს ახალგაზრდობას", - ბრძანა უწმინდესმა.