გუდვუდში განახლებული ელექტროქარის Tesla Roadster-ის პრეზენტაცია გაიმართა

გუდვუდში განახლებული ელექტროქარის Tesla Roadster-ის  პრეზენტაცია გაიმართა

ამერიკულმა კომპანიამ Tesla Motors მოდელის Roadster განახლების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და მას დამატებითი ინდექსი 2.5 მიანიჭა. ამ ავტომობილის პრეზენტაცია გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართა.

როდსტერი ახალი წინა ბამპერით აღიჭურვა, რომელსაც გვერდებიდან დამატებითი სავენტილაციო ფოსოები აქვს. ინტეგრირებული დიფუზორით განახლდა უკანა ბამპერიც. ავტომობილის სალონში ახალი სავარძლებია, რომლებიც მწარმოებელთა თქმით, უფრო კომპორტულია. მანქანას შეცვლილი აქვს ინტერიერი, ოპციის სახით კი დამატებული აქვს უკან ხედვის კამერა და ნავიგაციის სისტემის შვიდდიუმიანი დისპლეი.

განახლებული ავტომობილი კვლავ ორ ვერსიად Roadster და Roadster Sport არის წარმოდგენილი. თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია 288-ძალიანი ელექტროძრავით და მათი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია.

ახალ მოდელს დამუხტვის გარეშე გადაადგილება 390 კმ-ზე შეუძლია, 240 ვოლტი ძაბვით მისი ბატარეების დატენვას კი 3,5 საათი სჭირდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)