საქართველო და კენია დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ

საქართველო და კენია დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ

საქართველომ და კენიის რესპუბლიკამ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ერთობლივი კომიუნიკეს თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ემსახურება ორივე სახელმწიფოს ინტერესებს. ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივანს.

ეკვატორიული გვინეის მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერეს გაეროსთან ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა ზაქარი მუიტამ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.

კენია ოცდამეთერთმეტე აფრიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს.

2010 წელს საქართველომ 18 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა აფრიკული სახელმწიფოებისა (ბოტსვანა, გამბია, კაბო-ვერდე, კენია, კომორო და ლიბერია), ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის (ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულების, ფიჯი და სამოა) და ლათინური ამერიკის (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, სენტ-ვინსენტი და სენტ-ლუჩია) სახელმწიფოები.

გაერო-ს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 141-თან.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე