ავტორი:

"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად „ვივუსმა“ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

„ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, დავალიანება გაუნულდებათ გაფუჭებული კრედიტების სიაში მყოფ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს. ივანე მაჭავარიანის თქმით, გაირკვა, რომ იმ 600 000 ადამიანს, რომლებსაც დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ, საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული.

„გაირკვა, რომ ერთ ადამიანს საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დავალიანება გაუნულდება არის 600 000, ხოლო აღებული სესხების რაოდენობა მილიონზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა ორი სესხი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სესხის აღების პროცედურები შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული დოზით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში აღარ დადგება. მისივე თქმით, საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს და ამას არავინ წაახალისებას.

„უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო. არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლის შემოწმება. ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები და ამის შეზღუდვა, რასაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს - როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებას.

ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

წაიკითხეთ რა განცხადებას ავრცელებს "ვივუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები