ავტორი:

პრემიერი „ვივუსზე“ : მოლოდინი არის, რომ ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება

პრემიერი „ვივუსზე“ : მოლოდინი არის, რომ ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სასესხო დავალიანების განულების საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთანაც გაგრძელდება. ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსთან“ დაკავშირებით განუცხადა, რომელიც სასესხო დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში ამ ეტაპზე არ მონაწილეობს.

„ეს არის კონკრეტული მოლაპარაკების შედეგი. ჩვენ დავაანონსეთ ის რაოდენობა და შეთანხმებები, რომელიც არსებობს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება და ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება. შესაბამისად, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობით და გათავისუფლდეს ე.წ. შავი სიისგან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი „ღიმილისმომგვრელს“ უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების იდეა მათ ეკუთვნით. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

„ამაზე კომენტარი ღიმილის მომგვრელია. ჭარბვალიანობაზე და ამ სისტემურ პრობლემაზე საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწორედ ჩვენ დავიწყეთ. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ვსაუბრობდი ამაზე და უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ პარლამენტში ახალ მთავრობას ვამტკიცებდით, შემდეგ უკვე აგვისტოში, მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ავიღეთ კონკრეტული ვალდებულება, რომ შემოდგომაზე გადავწყვეტდით ე.წ. შავი სიის პრობლემას. რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ ჭარბვალიანობასთან ბრძოლას. გავაგრძელებთ, შევქმნათ ისეთი პირობები საქართველოში, რომ ჭარბვალიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. გუშინდელი ინიციატივა არის ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი ამ გზაზე და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები