ავტორი:

შსს-ს - ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა

შსს-ს - ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს და განმარტეს, რომ ამჟამად გამოძიება ჩანაწერის გამავრცელებელი პირების იდენტიციფირებაზე მუშაობს.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად იდენტიფიცირებულია, რომ აღნიშნულ აუდიოჩანაწერში, რომელიც „მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ვიდეოჩანაწერის“ სახელით გავრცელდა, ხმები ეკუთვნის თეიმურაზ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს. აქვე გეტყვით, რომ გამოძიება, ასევე, მუშაობს ჩანაწერების მომპოვებელი და გამავრცელებელი პირების იდენტიფიცირების მიმართულებით, რისთვისაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის - თემურ ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუმარტეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 2 ჩანაწერი: აუდიოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა სათაურით: „მილიონ დოლარს გადავიხდი, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“ და ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა სათაურით„მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ვიდეოჩანაწერი“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები