ავტორი:

"ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის რომ დაოკდეს ეს ბიჭი?!" - ხუხაშვილი გორჯესტანზე

"ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის რომ დაოკდეს ეს ბიჭი?!" - ხუხაშვილი გორჯესტანზე

ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის რომ დაოკდეს ეს ბიჭი?! - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის მიერ გრიგოლ ვაშაძისშვილის დებატებში გამოწვევას.

გია ხუხაშვილი გორჯესტანის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და კამპანია სერიოზული საკითხია და არა „ოჯახური ბიზნესი“.

„არ ვიცი, ეს რა პოზიციაა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი, აბსოლუტურ მოუკრეფავში გადადის. სალოზე ზურაბიშვილს თვითკონტროლის დიდი შესაძლებლობები მაინცდამაინც რომ არ ჰქონდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა შვილმა, მგონი, გადააჭარბა. ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია. კი, დავაკნინეთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ცუდი ფორმა მივეცით, მაგრამ ეს რა უბედურებაა?! ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი. ეს არათუ ალოგიკურია, არამედ პირდაპირ ტრაგიკომიკურია, რაც ვნახე. ბარემ პირდაპირ ელიავას ბაზრობაზე გამართონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს სად არის ნოდარ ვაშაძე.

„რადგანც ეს კითხვა გაქვთ, მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილისოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ!“ - მიმართა ნოდარ ვაშაძეს თეიმურაზ გორჯესტანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."