არგენტინის ნაკრებისთვის კოშმარული სამუნდიალო მეოთხედფინალური მატჩის (0:4 გერმანიასთან) შემდეგ, “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა მეტოქის ფანებს მიეჭრა, რომლებიც დამცინავ სიტყვებს ესროდნენ. goal.com-ის ცნობით, ეს იმ დროს მოხდა, როცა დიეგო მინდვრიდან გვირაბისკენ მიდიოდა.
აღშფოთებულ მარადონას, მისი ქალიშვილი დალმა და არგენტინის სამწვრთნელო შტაბის წევრები აწყნარებდნენ. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა გერმანიისა და არგენტინის ფანთა მცირე შეხლა-შემოხლა ტრიბუნებზე, რომელიც შესაძლოა, სხვაგვარად გაგრძელებულიყო, რომ არა სტადიონზე მყოფი უსაფრთხოების სამსახური.