ავტორი:

დავით ჭიჭინაძე რომან გოცირაძეს - თქვენ უამრავი ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მერე კეზერაშვილმა წაგართვათ და დაგტოვათ ხახამშრალი

დავით ჭიჭინაძე რომან გოცირაძეს - თქვენ უამრავი ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მერე კეზერაშვილმა წაგართვათ და დაგტოვათ ხახამშრალი

თქვენ უამრავი ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მერე კეზერაშვილმა წაგართვათ და დაგტოვათ ხახამშრალი, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც ე.წ. სესხხების განულების პროგრამაზე საუბრობდნენ.

„ვივუსზე“ ლაპარაკობენ, ეგ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფლაგმანის, ლადო გურგენიძის კომპანია. ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მთავრობაში დაბრუნდებიან და სულს ამოხდიან ისევ ადამიანებს. ბატონო რომან, „შავი სია“ თქვენი მოგონილია, თქვენ დროს მოიგონეს „შავი სიები“, „ბნელი სიები“ და საერთოდ, ბნელი ცხოვრებები. ახლა რატომ გიკვირთ „შავი სიის“ არსებობა? როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით მაშინ მოიგონეს ეს სიები, თუ თქვენს შემდეგ რომ პიონერი იყო, იმის დროს მოიგონეს? ქადაგიძე რომ იყო, რომელიც კარგად „აღანღალებდა“. რაც თქვენ ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ მერე კეზერაშვილმა წაგართვათ და დაგტოვათ ხახამშრალი, თხოვეთ ახლა იმას, ერთი 30-40 მილიონი გამოგიყოთ და თქვენც მიეცით ადამიანებს. ისე აბრახუნებთ ამ მილიონებს, გეგონება ცოტა იყოს. აბა ხალხს კითხეთ, როგორ უჭირს“, - განაცხადა ჭიჭნაძემ, რაზეც რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ეს იყო ტყუილი, ხოლო ჭიჭინაძემ კვლავ სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, არა მხოლოდ კომიტეტზე, არამედ ზოგადად, ყოველთვის და ყველაფერში.

„პატრიოტებში“ რომ გადახვედით მაშინ გაიზარდეთ? ირმამ როგორ მოგისყიდათ ვერ გავიგე“, - უპასუხა რომან გოცირიძემ დავით ჭიჭინაძეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები