ავტორი:

ქვეყანა, სადაც ძმებს ერთი ცოლი ჰყავთ: "ფული სხვა ცოლებზე არ იყოფა, ქმრებს ყველაფერი სახლში მოაქვთ"

ქვეყანა, სადაც ძმებს ერთი ცოლი ჰყავთ: "ფული სხვა ცოლებზე არ იყოფა, ქმრებს ყველაფერი სახლში მოაქვთ"

ნეპალელი გოგონა, თაში სანგმო 17 წლის იყო, როდესაც ცოლად 14 წლის მეზობელს და მის ძმას გაჰყვა.

საუკუნეების წინ, დოლპას რეგიონში ყველა ოჯახში ძმებს ერთი ქალი მოჰყავდათ ცოლად, თუმცა ქორწინების ეს ფორმა ნელ-ნელა კარგავს სახეს და მხოლოდ ჰიმალაიზე მდებარე რამდენიმე სოფელში შემორჩა.

„ასე ცხოვრება მარტივია, ყველაფერი რაც გაგვაჩნია, ერთ ოჯახს მოხმარდება, არ იყოფა ბევრ ცოლს შორის,“ - ამბობს სანგმო.

მისი თქმით, სახლში ფული ორივე ქმარს მოაქვს და ხარჯებს თავად ანაწილებს.

როდესაც სანგმო 14 წლის წინ მინგმარ ლამას გაჰყვა, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ მაზლი, პასანგი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, მოგვიანებით წყვილს შეუერთდებოდა.

ოჯახს ახლა სამი შვილი ჰყავს, მათგან ყველაზე უფროსი 8 წლისაა, უმცროსი - 4-ის.

„მინდოდა, ეს კავშირი ძმასთან გამეზიარებინა, რადგან ასე ცხოვრება უფრო მარტივია,“ - ამბობს პასანგი, რომელიც ახლა 25 წლისაა.

სოფელი, სადაც ოჯახი ცხოვრობს ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მათგან უახლოეს ქალაქამდე მისვლას კი 5 დღე სჭირდება.

ნეპალის მაღალმთიან სოფლებში ქორწინებები გარიგებით ხდება. უფროსი ვაჟი ოჯახის მიერ შერჩეულ ქალზე ქორწინდება, მოგვიანებით კი ამავე ქალზე უმცროსი ძმებიც ქორწინდებიან. ხშირად ცოლები ქმრის ძმებს თავად ზრდიან, როდესაც ბიჭები შესაბამის ასაკამდე მიაღწევენ, ისინი ძმის ცოლებზე ქორწინდებიან.

ასეთ ოჯახებში მამაკაცები ცოლებს საოჯახო საქმეებსა და ბავშვების მოვლაში ეხმარებიან, თანხის ხარჯვას კი ქალები განკარგავენ.

ქალმა და მისმა ქმრებმა, უმეტესად, არ იციან, რომელი ძმა რომელი შვილის მამაა, ბავშვები ორივე მამაკაცს „მამას“ უწოდებენ.

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი