ავტორი:

"ბოლომდე გავიტან მოთმინებას" - სალომე ზურაბიშვილი მოწინააღმდეგეთა ბრძოლის "ბოლშევიკურ მეთოდებზე"

"ბოლომდე გავიტან მოთმინებას" - სალომე ზურაბიშვილი მოწინააღმდეგეთა ბრძოლის "ბოლშევიკურ მეთოდებზე"

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში ადამიანის ყველა კუთხით დისკრედიტაცია ხდებოდა.

„პირველი დღიდან მე ვთქვი, რომ ეს არ იყო ის საარჩევნო კამპანია, რომელსაც მე ვისურვებდი. მე მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, ეს ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები - ადამიანის დისკრედიტაცია ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მე ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაყალბების შესახებ ბრალდებები გამოძიების საქმეა.

„ეს არის გამოძიების და პროკურატურის საქმე, რომელმაც უნდა გამოიძიოს უთუოდ. ჩემი სამომავლო იმედი რჩება, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ რაღაცა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, რომ აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ და ა.შ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები. ეს ქვეყანა ამის ღირსია, ამისთვის მზად არის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე პროგრესია, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი, ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები