ავტორი:

ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან

ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან

ადამიანების უმეტესობისთვის ციხე არის ადგილი, რომლიდანაც თავის დაღწევას ცდილობენ. სამხრეთ კორეელებისთვის კი შექმნილია სპეციალური „ციხე“, სადაც ყოველდღიური ცხოვრებისგან თავის შეფარება შეუძლიათ.

„ეს ციხე თავისუფლების განცდას მიქმნის,“ - ამბობს 28 წლის პარკ ჰაი-რი, რომელმაც ციხეში 24 საათის გასატარებლად 90 დოლარი გადაიხადა.

2013 წლის შემდეგ დაწესებულებამ, სახელწოდებით „ციხე ჩემში“ (Prison Inside Me) 2 ათასზე მეტ პატიმარს უმასპინძლა, მათი უმეტესობა ოფისებში მომუშავე და სტუდენტია.

„ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა. აქ არ უნდა ვიყო ახლა, რადგან უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, ცოტა ხნით შევჩერდე და დავისვენო,“ - აცხადებს პარკი, რომელიც 5 კვადრატული მეტრის მოცულობის საკანში ზის სტრესის დასაძლევად.

ციხის წესები მკაცრია. აკრძალულია სხვა პატიმრებთან საუბარი, აქ არც მობილური ტელეფონებია, არც - საათები. პატიმრებს აძლევენ ლურჯ ფორმებს, იოგას ხალიჩებს, ჩაისთვის საჭირო ჭირჭელს, პასტას და ბლოკნოტს. მათ იატაკზე სძინავთ, ოთახში მცირე ზომის ტუალეტია, არ არის სარკე.

ვახშმის მენიუ პატიმრებისთვის ორთქლზე მოთუშული ტკბილი კარტოფილისა და ბანანის შეიკისგან შედგება, საუზმისთვის კი - ბრინჯის ფაფით უმასპინძლდებიან.

„ციხის“ თანადამფუძნებელი ნო ჯი-ჰიანგი აცხადებს, რომ დაწესებულების გახსნისთვის შთაგონების წყარო მისი ქმარი იყო, პროკურორი, რომელიც ხშირად კვირაში 100 საათის განმავლობაში მუშაობდა.

„ერთხელ მითხრა, რომ თავს უკეთესად იგრძნობდა იზოლირებულ საკანში 1 კვირის განმავლობაში, ვიდრე - სამსახურში. ასე გაჩნდა იდეა,“ - ამბობს ჯი-ჰიანგი.

სამხრეთ კორეაში დაძაბული სამუშაოსა და დიდი სასწავლო მასალის გამო სტუდენტები და დასაქმებულები მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, მაღალია სუიციდის მაჩვენებელიც.

სამხრეთ კორეელებმა 2017 წელს, საშუალოდ, 2,024 საათი იმუშავეს, ნამუშევარი დროით მესამე ადგილზე არიან მექსიკისა და კოსტა-რიკას შემდეგ.

მთავრობამ გადაწყვიტა, ხალხის დასაქმარებლად გაეზარდათ მინიმალური ხელფასი და კვირის განმავლობაში სამუშაო საათები 68-დან 52-მდე შეამცირა.

„ციხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დაწესებულებაში სტუმრობამდე მომხმარებლები ხშირად სკეპტიკურად არიან განწყობილი.

„პატიმრობის“ დასრულების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ციხე დაწესებულება კი არა, ის ცხოვრებაა, რომელსაც ჩვენგან წასვლის შემდეგ უბრუნდებიან,“ - ამბობს ნო.

თაფლობის თვეში წყვილის საუნით სარგებლობის ნახვა ქუჩაში გამვლელებს შეეძლოთ - რა მოხდა სამხრეთ კორეის სასტუმროში

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

მერკელის პანიკური რეაქცია, როდესაც აღმოაჩინა, რომ პირბადე არ ეკეთა - კურიოზი ბუნდესტაგში და კადრები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა