შვეიცარიაში შექმნეს სუპერკომპიუტერი, რომელიც წყლით გრილდება

შვეიცარიაში შექმნეს სუპერკომპიუტერი, რომელიც წყლით გრილდება

კორპორაციამ IBM უჩვეულო კომპიუტერი შექმნა. შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში დამზადებული Aquasa-ს უჩვეულობა მისი გაგრილების სისტემაა, რომელიც თბილ წყალზე მუშაობს.

IBM-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წყლის გამაგრილებელი სისტემის მქონე სუპერკომპიუტერი იშვიათი მოვლენაა, თუმცა სუპერკომპიუტერი თბილ წყალზე - ეს უმაღლეს ტექნოლოგიებში მართლაც უახლესი სიტყვაა. 

შვეიცარიის ინსტიტუტში ამბობენ, რომ Aquasa გაგრილების უნიკალური სისტემის წყალობით, ჩვეულებრივზე 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამასთან, სუპერკომპიუტერი 85%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.

"წყალი გაცილებით უკეთესი თბოგამტარია, ვიდრე ჰაერი", - მარტივად განმარტა ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა IBM-ის ერთ-ერთმა ინჟინერმა.

მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით. 

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)