ავტორი:

NASA-ს მორიგი ტრიუმფი - მეცნიერების რეაქცია მარსზე ხომალდის დაშვების შემდეგ მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა

NASA-ს მორიგი ტრიუმფი - მეცნიერების რეაქცია მარსზე ხომალდის დაშვების შემდეგ მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა

აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს მისია მარსზე დაეშვა. ხომალდს InSight მარსის ატმოსფეროში შესვლიდან პლანეტის ზედაპირთან შეხებამდე, დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, NASA-ს ინჟინრები დაძაბულები აკვირდებოდნენ, მათი რეაქცია კი მისიის წარმატებულად დაშვების შემდეგ მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, მეცნიერები „ინსაითის“ დაშვებას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

ნახეთ ვიდეო : ინჟინრების რეაქცია, როდესაც ხომალდი წარმატებით დაეშვა პლანეტის ზედაპირზე

InSight-ის მიზანი მარსის წიაღისა და სეისმური აქტივობის შესწავლაა. დედამიწის შემდეგ წითელი პლანეტა იქნება პირველი, რომლის წიაღსაც ადამიანები გამოიკვლევენ.

საგენტოს მთავარი ადმინისტრატორი ჯეიმს ბრაიდენსტაინი ამბობს, რომ ეს „არაჩვეულებრივი დღეა“ და მან მილოცვა პრეზიდენტ ტრამპისგანაც მიიღო.

სიგნალთან ერთად NASA-მ InSight-ის მიერ გადაღებული პირველი ფოტოც მიიღო. ხომალდი მარსის ეკვატორთან ახლოს დაეშვა.

InSight უზუსტესი სეისმომეტრებით არის აღჭურვილი, აქვს ასევე ზონდი, რომელიც პლანეტის წიაღში ჩავა და ტემპერატურას გაზომავს.

სხვა ხომალდებისგან განსხვავებით, „ინსაითი“ პლანეტის ზედაპირზე არ გადაადგილდება.

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება - მეცნიერების თქმით, ის პირბადეს ჰგავს

"მიხო უკვე უფრო ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე ლაპარაკობს... ცხადია, რომ "ხალხის მსახურებმა" ის უკვე გააცურეს" - რადას დეპუტატი

ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ