ავტორი:

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება - მეცნიერების თქმით, ის პირბადეს ჰგავს

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება - მეცნიერების თქმით, ის პირბადეს ჰგავს

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ NASA-ს მეცნიერებზე დაყრდნობით CNN წერს.

ასტეროიდის დიამეტრი 1.9 კილომეტრს შეადგენს და ის პლანეტას 6.2 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის.

ექსპერტთა თქმით, ამ ეტაპზე ასტეროიდი დედამიწას საფრთხე არ უქმნის. ამ კონკრეტულ ასტეროიდს მეცნიერები 1998 OR2-ს უწოდებენ. ასტრონომები ამბობენ, რომ ის დედამიწას იმდენად ახლოს ჩაუვლის, რომ ტელესკოპით მის უკეთ დანახვას და უკეთ შესწავლას შეძლებენ.

"ნასას“ ინფორმაციით, ასტრონომები ამ მოვლენას 29 აპრილისთვის ელოდებიან.

აღნიშნულ ასტეროიდს პუერტო რიკოს Arecibo-ს ობსერვატორიაში 1998 წლიდან აკვირდებიან. მეცნიერები ამბობენ, რომ ასტეროიდი ამ ეტაპზე პირბადეს ჰგავს მასზე არსებული მტვრის გამო და ისინი ხუმრობენ, რომ მან დედამიწაზე პანდემიის შესახებ შეიტყო.

მეცნიერთა თქმით, მართალია, ამ ეტაპზე აღნიშნული ასტეროიდი საფრთხეს არ უქმნის დედამიწას, მაგრამ პოტენციურად საფრთხის შემცველად მიიჩნევა, რადგანაც ის პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას და ყოველ ჯერზე უფრო ახლოს მოდის ჩვენს პლანეტასთან. თუმცა, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ 2078 წლისთვის, აღნიშნული ასტეროიდის დედამიწასთან ჩავლის მანძილი წლევანდელთან შედარებით დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდება.

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

"ჩვენ არ ვართ რასისტების ოჯახი...ვაპირებ ჩემს ძმას დაველაპარაკო" - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ