ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილი - 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები

ირაკლი ოქრუაშვილი - 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები

"2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს პოლიტიკაში ამ ფორმატით მოსვლა თავში გაევლო, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ექსმინისტრის თქმით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა.

"ქართული ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი? სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორ მანამდე იყო. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები. მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შვეიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე, რომ მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, 2-ჯერ გამიყალდა არჩევნები, 2016 წელს როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის" - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

VIDEO: მე რომ სააკაშვილს 2007 წელს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები - ირაკლი ოქრუაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები