ავტორი:

ივანიშვილის მმართველობა სრულდება - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუქში"

ივანიშვილის მმართველობა სრულდება - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუქში"

ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ მიმართვისას განაცხადა.

„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას. მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის აჭარაში, ბათუმში და 28 ბიულეტენიდან 3 არის მიცემული ივანიშვილზე და 25 მიცემულია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის. ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები