ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მადლობას უხდის.

როგორც ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.

„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: როგორ ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლის შედეგებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები