ავტორი:

პრემიერი - "დღეს არ არის ზეიმისთვის დასაკარგი დრო, ახლა მუშაობის დროა"

პრემიერი - "დღეს არ არის ზეიმისთვის დასაკარგი დრო, ახლა მუშაობის დროა"

დღეს არ არის ის დრო, რომ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისგან გზავნილი მიღებულია თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

"საქართველოს მინდა მივულოცო კიდევ ერთი გამარჯვება. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. მე მინდა თითოეულ მოქალაქეს ვინც დღეს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გადავუხადო მადლობა. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს შემდგარი დემოკრატია.

ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის შედეგები.

ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს ბუნებრივია არ არის ის დრო, რომ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო. მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას რაც ქვეყანაში გვაქვს. ჩვენ ვართ მზად, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა.

საზოგადოებას მადლობა მინდა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები