ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი : "მინდა ყველას ვუთხრა დიდი მადლობა!"

სალომე ზურაბიშვილი : "მინდა ყველას ვუთხრა დიდი მადლობა!"

ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას, - ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

VIDEO: როგორ გამოიყურებოდა და რა სიტყვით მიმართა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები