ავტორი:

"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ

"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ საზეიმო განწყობაა. ადგილზე პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. იქ იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიი: თემურ თათარაშვილი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, სალომე გოგიაშვილი, მზია პატარკაციშვილი, "ფორტე", ბექა ჩხაიძე, "ქუჩის ბიჭები" და სხვები.

როგორც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და სხვა შედეგს არც ელოდა.

"დილიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განწყობა იქნებოდა. მე უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ, 6 საათის მონაცემები იყო 58% და 8 საათის მონაცემებით ბევრად მაღალი პროცენტი იქნება, ჩვენს სასიკეთოდ. ყველას მინდა გამარჯვება მივულოცო, ვინც ხმა მისცა ევროპას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს" - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

"სასურველი იქნება, რომ გაიზარდოს პროცენტული მაჩვენებელი, რომ კარგად გავიხაროთ, თორემ უკვე რომ მოგებული აქვს ქალბატონი სალომეს, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - აღნიშნა თემურ თათარაშვილმა, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გამოაქვეყნეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 45 %.

ხოლო ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 58%, გრიგოლ ვაშაძემ კი 42% დააგროვა.

VIDEO: როგორ შეხვდნენ ზურაბიშვილის მხარდამჭერი ცნობილები ეგზიტპოლის შედეგებს - ნინი ქარსელაძის, მიშა მესხისა და თემურ თათარაშვილის ემოციები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები