ავტორი:

ცესკოს არჩევნების წინასწარ შედეგებს სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი

ცესკოს არჩევნების წინასწარ შედეგებს სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი ოქმების ძირითადი ნაწილი 11:00 საათისთვის შევა.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ველოდებით პირველი ოქმების შემოსვლას. შემდეგ 11:00 საათიდან შემოვა ოქმების ძირითადი ნაწილი და სავარაუდოდ, პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილი იქნება ღამის 02:00 საათისთვის. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში ელექტრონულად მოაწოდებენ ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge" -განაცხადა ანა მიქელაძემ.

ასევე, მისი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის ორი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები. ცესკოს სპიკერის თქმით, შემაჯამებელი ოქმის მიღებისთანავე შედეგები ხელმისწავდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

"როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარცევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას" - განაცხადა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."