ავტორი:

ავღანეთში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ავღანეთში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგებს აქვეყნებს. ორივე უბანზე - ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

უფრო ზუსტად, როგორც შემაჯამებელ ოქმშია აღნიშნული, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 316 ხმა მიიღო. სულ კი აღნიშნულ უბანზე მივიდა 750 ამომრჩეველი.

რაც შეეხება მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86-მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამ უბანზე ჯამში, ხმა მისცა 143-მა ამომრჩეველმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები