ავტორი:

დათვლილია უბნების 80% - სალომე ზურაბიშვილი 59,8%, გრიგოლ ვაშაძე - 40.3%

დათვლილია უბნების 80% - სალომე ზურაბიშვილი 59,8%, გრიგოლ ვაშაძე - 40.3%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესული 2986 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.7% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 916873 ხმა. აღნიშნული ინფორმაცია ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 618925 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.3 %-ია. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2986, რაც რაც საარჩევნო უბნების 80.78%-ია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები