ავტორი:

როგორ იზეიმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად

როგორ იზეიმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად

სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლების შედეგები ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად საკუთარ საარჩევნო შტაბში იზეიმა. მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ერთად მისი შვილები, ქეთევანი და თეიმურაზი და ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც იმყოფებოდნენ. ეგზიტპოლების შედეგებით გამოწვეული ემოციების ამსახველი ფოტომასალა ზურაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება მხარდამჭერების ნაწილმა ქუჩებშიც აღნიშნა.

მოგვიანებით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

მივესალმები ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99,78 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,55 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40,45 %-მა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები