ავტორი:

დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა.

“ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თქვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში საუკეთესო წარმატებებს გისურვებთ”, - დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა.

ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.

რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 778 167.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები