ავტორი:

"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს

"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს

ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე,- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მოქალაქეებო, მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გადავუხადო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გუშინ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები