ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი ბავშვობაში - ნახეთ ფოტო

როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი ბავშვობაში - ნახეთ ფოტო

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქში დაიბადა. მისი მშობლები საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ემიგრანტები - ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია იყვნენ, რომლებმაც ფრანგული უმაღლესი განათლება მიიღეს. სალომეს მამა ავტოქარხანაში ინჟინერად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი გახლდათ.

პატარა სალომეს მშობლებმა ბავშვობიდან ისტორიული სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგეს, ამიტომ საქართველოში დაბრუნება მისი ოცნება იყო. ოჯახი ემიგრაციაში ქართული ფესვების შენარჩუნებას ცდილობდა. ლევან ზურაბიშვლმა საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები შემოიკრიბა და პარიზში ქართული ეკლესია დააფუძნა.

სალომე სამშობლოს ისტორიას, ლიტერატურასა და ქართულ ენას ბავშვობიდან სწავლობდა.

მამამ სალომეზე დიდი გავლენა იქონია, ახალგაზრდა სალომე აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა დემონსტრაციებში, რომელიც პარიზში იმართებოდა, მეგობრებთან ერთად ქართულ გაზეთს გამოსცემდა და ქართველი დისიდენტების სტატიებს თარგმნიდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ