ავტორი:

მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?

მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?

28 ნოემბერს გამართულ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

არჩევნების მეორე ტურში სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მათგან სალომე ზურაბიშვილს 1 147 627 ამომრჩევლმა მისცა ხმა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 780 633.

საინტერესოა ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 47 595 ბიულეტენი გაბათილდა.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ არჩევნებში მიღებული პროცენტული მაჩვენებელი დაემთხვა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე დასმულ კითხვაზე - ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში? პასუხი გასცა 36 449-მა მკითხველმა. აქედან, 5 101 (14%) ხმა გაბათილდა რადგან გამოკითხულთა 7%-მა უპასუხა, რომ არ მიდის არჩევნებზე, 7% კი ორივე კანდიდატის გადახაზვას აპირებდა.

დანარჩენი 31 346 ხმიდან, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს 19 318 მკითხველმა მისცა ხმა, რაც ამ რაოდენობის 61.6 %-ია. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 12 028 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 39 %-ია.

აღსანიშნავია რომ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან, ასევე მიახლოვებული იყო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. არჩევნების შედეგით, კანდიდატებს შორის 1 %-იანი სხვაობა დაფიქსირდა, გამოკითხვაში კი ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის სხვაობა 4 % იყო.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"