ავტორი:

სამირ სავჩუკი ჭიათურაში გადაასვენეს - ვინ სთხოვა მერიას ქუჩის მუსიკოსისთვის სამოქალაქო პანაშვიდის გადახდა

სამირ სავჩუკი ჭიათურაში გადაასვენეს - ვინ სთხოვა მერიას ქუჩის მუსიკოსისთვის სამოქალაქო პანაშვიდის გადახდა

რამდენიმე დღის წინ თბილისში გარდაცვლილი ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი პირველ დეკემბერს ჭიათურაში გადაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ავრცელებს. მერის მოადგილე გამოეხმაურა მოქალაქეთა ერთი ჯგუფის განცხადებას, რომელიც თბილისის მერიას ქუჩის მუსიკოსისთვის სამოქალაქო პანაშვიდის გამართვას სთხოვდა.

"არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ როგორც ჩანს, უნდა დავწერო. ამ სამწუხარო ამბის შესახებ შევიტყვეთ ქუჩის მუსიკის ასოციაციის წევრებისგან. რამდენიმე დღეა ხაზზე ვართ, მერია მზად იყო დაეფარა დაკრძალვის ხარჯიც და მისი გადასვენებისაც, თუმცა ძალიან სამწუხაროდ, მამობილთან გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა კომუნიკაცია... მან გადაწყვიტა, რომ გადაესვენებინა ჭიათურაში, ყველას დახმარების გარეშე" - დაწერა სოფიო ხუნწარიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სამირ სავჩუკისთვის თბილისში სამოქალაქო პანაშვიდის გამართვის მოთხოვნით, თბილისის მერიას მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა მიმართა. მიმართვა "ფეისბუქის" გვერდზე - "არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი" გავრცელდა:

"ბატონო კახა ამ საახალწლოდ სიკვდილი შეიძლება ბევრს განწყობას უფიჭებს მაგრამ ეს უკანასკნელი წინასწარ არავის უთანხმებს მის გეგმებს. ორი დღის წინ ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ჩვენი დედაქალაქის კოლორიტი სამირ სავჩუკი, დღეს მისი გვამი სამხარაულის სახელობის პროზექტურაში არის დასვენებული.

ხალხის სიყვარული მიუკერძოებელია მას ვერ იყიდი ის უნდა დაიმსახურო. სამირმა ის მისი უბრალოებით მოიპოვა.

ჩვენ დაბალი სოციალური კლასის ადამიანები ვინც სატრანსპორტო საშუალებად მეტროს ან საკუთარ ფეხებს ვიყენებთ ვიცნობდით ახალგაზრდას რომელმაც მისი ხმით თავმდაბლობით და სევდით ჩვენ თავი შეგვაყვარა.

მისი ცხოვრება არ იყო ია-ვარდით მოფენილი: მიტოვება, ბავშვთა სახლი, შიმშილი, ცემა და ბოლოს სიკვდილი სხვის სახლში სხვის ლოგინში თანაც ამ საახალწლოდ დამეთანხმებით რომ სახარბიელო რამე ვერაა. ბევრი თანამდებობის პირი ვერ მიხვდება რატომ დაგვწყდა ხალხს მის გარდაცვალებაზე ასე ძლიერ გული. ბევრი დღესაც ვერ ვხვდებით რატომ იმეტებდნენ მას საცემად რუსული რომანსების შესრულების გამო.

სამირი ნახევრად ბოშა იყო უკრაინიდან საქართველოში როგორ მოხვდა თუ დაინტერესდებით ალბად მოგახსენებენ, მაგრამ ის ბევრ ქართველზე უკეთ მეტყველებდა ქართულად მას უყვარდა ჩვენი ერი ის ტიროდა როცა მღეროდა და მღეროდა მაშინ როცა ტიროდა, მასში ყალბი ერთი წვეთიც არ იყო. ამიტომ ვთვლით რომ ჩვენ ქართველი ვისოცკი დავკარგეთ.

მის არ ყოფნას ვერ იგრძნობს თქვენი წარჩინებული გარემოცვა, რადგან ის ვინც ჩემი ერის ხარჯზე შავი ჯიპებით დადის არც მეტროთი სიარულს არ კადრულობს და არც ხალხში არ ტრიალებს.

სამირი დააკლდა უბრალო ხალხს, ის მათ ყურებს დააკლდა ზოგადად ბგერა ყველაზე დიდი ემოციის მატარებელია ამიტომ სამირის გიტარა ხალხის გულსაც დააკლდა.

მნიშვნელობა არ აქვს რითი მოკვდა რადგან ყველამ ვიცით თუ რითი იცოცხლა.

ბატონო კახა ჩემი მომართვის არსი იცით რაში მდგომარეობს? თუ მერიის თანამშრომლებს მკვდარი კოლორიტი ახალგაზრდის დანახვის ეშინიათ იქნებ ჩვენ მაინც მოგვცეთ მისი ნახვის საშუალება.

ასეთი კაცი უპატრონოთა სასაფლაოზე დასამარხად გვენანება, ის ისე აცოცხლებდა ქალაქს ჩვენ არ დავუშვებთ წყნარად, პატივ მიუგებლად ერის სევდის გამოუხატავად ვინმემ ჩვენს ზურგს უკან მიწაში უჩუმრად ჩაფლას. იქნებ თქვენი ავტორიტეტით უზრუნველყოთ სამირ სავჩუკის გადმოსვენება რომელიმე ტაძარში. სამირი ქრისტიანი კაცი იყო. ერთი დღე სამოქალაქო პანაშვიდით რომ დავაფასოთ, უდაოდ დაიმსახურა.

P.S. დღეს მე და გიორგი ქერდეყოშვილი ვიყავი მისული პროზექტურაში იქ ვნახეთ უბრალო ადამიანები როგორ ელოდებიან, უცდიდნენ როგორც ცოცხალს..." - ნათქვამი იყო მიმართვაში.

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"

"შე ძონძო, ისიც არ იცი, რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია..." - ანი შაქარაშვილი მსჯავრდებული არასრულწლოვნის დედას პასუხობს

"ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - რას წერს ბაია პატარაია მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა ბასილაშვილს მადლობა პარლამენტიდან გადაუხადა