ავტორი:

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში, პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.

"მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება" - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვედრაზე.

თავის მხრივ, მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. "გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: წითელი ხალიჩა და მოქმედი პრეზიდენტის მიგებება მომავალ შემცვლელს

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება. შეხვედრას მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები