ავტორი:

"მახსოვს, ინდაურები რომ გავყიდე და სახლისთვის საწოლები ვიყიდე" - გაიცანით სოფელზე შეყვარებული ბიჭი, რომელიც ფერმერობაზე ოცნებობს

"მახსოვს, ინდაურები რომ გავყიდე და სახლისთვის საწოლები ვიყიდე" - გაიცანით სოფელზე შეყვარებული ბიჭი, რომელიც ფერმერობაზე ოცნებობს

ნიკა ბაგალიშვილს თუ ჰკითხავთ, ვინაა, მოკლედ გეტყვის, რომ 25 წლისაა და სოფლად ცხოვრება უყვარს. შრომისმოყვარე ახალგაზრდას ჰყავს და, დედ-მამა, აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, აგრარული უნვერსიტეტის ბაკალავრიატის ერთწლიანი კურსი გავლილი, თუმცა, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაინც სოფელის მეურნეობას უკავშირდება.

25 წლის წინ საქართველოში მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ნიკამ ყველაფერს გაუძლო და ნაღველშერეული სიხარულით იხსენებს თავისი ცხოვრების დეტალებს:

"მძაფრად მახსოვს ჩემი ოჯახის გაჭირვება. ბავშვობიდან ვცილობდი, ფულის შოვნის საშუალებები და გზა მეპოვა. ვაგროვებდი ჯართს, სპილენძისა და ალუმინის მავთულებს, ბოთლებს - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, ჩამებარებინა. ნაშოვნ ფულს ყოველთვის ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება ის იყო, რომ ისევ ფული უნდა მეშოვა. მახსოვს, ინდაურები როგორ ვიყიდე, გავზარდე, შემდგომ გავყიდე და სახლისთვის საწოლები და "კარნიზები" ვიყიდე. ჩემი პატარაობისას ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო წვიმის მოსვლა, რადგანაც წვიმას მოჰყვებოდა ოცნებები. დასთან ერთად გავდიოდით ქუჩაში და წვიმის მოტანილი ალუმინის, სპილენძის ნაკუწებს ვაგროვებდით. მანამდე წვიმიანი ამინდი არ მიყვარდა, მაგრამ მერე შეხედულება შემეცვალა.

ეს იყო დრო, როცა მე და ჩემი და "ოცნებებს" ვპოულობდით და ვაბარებდით ჯართის მიმღებ პუნქტში, რათა გვეყიდა რაიმე, ან თუნდაც მშობლებს დავხმარებოდით. ეს იყო გაჭირვების ბედნიერება... მახსოვს, მუდამ გვყავდა საქონელი. ჩემს გონებაში იყო ჩაბეჭდილი საზოგადოების აზრი, რომ მენახირე არ უნდა გამოვსულიყავი. ასე დამაშორეს სოფელს, სადაც ცხოვრება ძალიან მინდოდა. მე არ ვიყავი ისეთი ძლიერი მაშინ და საზოგადოებრივ წნეხს ვერ გავუძელი, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული: მშობლები, ნათესავები და მეზობლები. თურმე გონიერი ბიჭი ვიყავი და აუცილებლად უნდა მიმეღო უმაღლესი განათლება!..

როდესაც ჩემმა დამ ჩააბარა უნივერსიტეტში და შემდგომ მეც, ჩემი ოჯახი დადგა დიდი დილემის წინაშე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა სწავლა. დედაჩემმა გადაწყვიტა, საზღვარგარეთ წასულიყო ჩვენი სწავლის ხელშესაწყობად. მამაჩემი ეწინააღმდეგებოდა დედას ემიგრანტობას, ისევ საზოგადოების სტერეოტიპების გამო, მაგრამ სხვა გზაც არ იყო... არასდროს გამჭირვებია საოჯახო საქმეებთან გამკლავება, ვამზადებდი საჭმელს, ვალაგებდი სახლს, მაგრამ ყველაზე ძნელი ის იყო, რომ დედა არ გახლდათ ჩემ გვერდით, მთელი რვა წელი!.. ის გმირია, ამას ვიტყვი, მეტს არაფერს! სტუდენტი რომ გავხდი, დედაჩემის დიდი დამსახურება. მეც მინდოდა იმ დროს სტუდენტობა, მომწონდა ის ფაკულტეტი, სადაც ჩავაბარე და სადაც ვსწავლობდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ გული ამიცრუვდა და ამის შემდეგ დავიწყე აგრარული მიმართულებით ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით, სასოფლო-სამეურნეო ხასიათის შეხვედრებზე სიარულით და გადავწყვიტე აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება...წაიკითხეთ სრულად

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება ქვევრის ფორმის სასტუმრო თელავში და როდის მიიღებს პირველ სტუმრებს

ფოთის "ცხელების კლინიკაში" მოთავსებულ 1 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მოყვანილს სინჯავ" - სტუდენტი ბიომეურნის რჩევები, რომელსაც ბებიასთან ერთად ნატურალური პროდუქტები მოჰყავს